გიორგი პაპავამ „დინამოში“ ივარჯიშა
გიორგი პაპავამ „დინამოში“ ივარჯიშა

გიორგი პაპავა, აზერბაიჯანის ნაცვლად, თბილისის „დინამოში“ აღმოჩნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს- ინფორმაცია პირველმა არხს დაუდასტურეს.

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავის“ 25 წლის ნახევარმცველი კონტრაქტს აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბაქოს „კეშლასთან“ აფორმებდა. თუმცა, ეს ტრანსფერი უცნობი მიზეზის გამო ჩაიშალა.

პირველი არხის ინფორმაციით, გიორგიმ „დინამოსთან“ ერთად პირველად დღეს ივარჯიშა. თბილისის „დინამო“ პაპავას პირველი პროფესიული კლუბია, სადაც კარიერა 2011 წელს დაიწყო და მისი ფორმით ოთხი წელი თამაშობდა.

პაპავა ასევე გამოდიოდა კვიპროსულ „ნეა სალამინაში“ და გორის „დილაში“, 2018 წელს კი „რუსთავში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თემურ ქეცბაიას დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ და მისი ფორმა სამჯერ მოირგო.