გიორგი ნიკოლაძემ პარატაეკვონდოში რომის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

13:15, 05.06.2026

რომში მიმდინარე გრან პრიზე პარატაეკვონდოში გიორგი ნიკოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარაათლეტმა პირველ წრეში მონღოლ მეტოქეს სძლია, მეორე ეტაპზე თურქი დაამარცხა, მესამე წრეში კი იაპონელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რომის გრან პრის გამარჯვებული ანა ჯაფარიძე გახდა.

მსგავსი