გიორგი ნემსაძე - სამწუხაროა, კიეველებთან ასეთი მატჩი რომ წავაგეთ
გიორგი ნემსაძე - სამწუხაროა, კიეველებთან ასეთი მატჩი რომ წავაგეთ

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ კიევის „დინამოსთან“ თურქულ შეკრებაზე გამართული შეხვედრა შეაფასა, რომელიც გუნდმა ბოლო წამებზე ანგარიშით 0:1 დათმო.

„საერთოდ, გუნდი შეკრებებზე ყალიბდება, სადაც ტაქტიკურ მონახაზს ვამუშავებთ და გუნდის შეთამაშებას ვცდილობთ. ასეთ დროს, გუნდიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა და ბუნებრივია, რომ შეცდომებისგანაც დაზღვეულები არ ვართ. საკონტროლო შეხვედრის წაგებაზე არ ვამბობ ხოლმე, რომ გული დამწყდა. მაგრამ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც კიევის „დინამოა“, კარგად ვითამაშეთ – ამიტომ იყო სამწუხარო ეს წაგება. რაც შეეხება ახალწვეულებს, საბოლოოდ ვინ დარჩება, 22 თებერვლამდე გვეცოდინება, როდესაც „გაგრას“ სუპერთასზე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ მატჩის რეპორტაჟის შემდეგ განხორციელებულ ჩართვაში.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო შეხვედრას 4 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე ბულგარული „ლუდოგორეცი“ იქნება.