გიორგი ნემსაძე - შარშანდელიდან მოყოლებული ევროსაგზურზე ვფიქრობდი
გიორგი ნემსაძე - შარშანდელიდან მოყოლებული ევროსაგზურზე ვფიქრობდი

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისის „ლოკომოტივთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მოგებული მატჩი და ჩვენი კლუბის ევროსარბიელზე დაბრუნება შეაფასა.

„რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. გუნდი შარშან ჩავიბარე და იმ დღიდან მოყოლებული მიზნამდე მოვდიოდით და ევროსაგზური მოვიპოვეთ. ამისთვის მადლობა ყველას გუნდში და იმ ადამიანებს ისრაელში, რომლებიც გუნდს ეხმარებიან. დიდი შრომა გავწიეთ და ეს წარმატება სწორედ ამის შედეგია. ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, ჩვენ ძალიან კარგ გუნდს მოვუგეთ. მინდა „ლოკომოტივი“ შევაქო იმ ფეხბურთისთვის, რასაც ეს გუნდი თამაშობს და წარმატებები ვუსურვო“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ გასვლაზე 1:2 დაამარცხა და მესამე ადგილთან ერთად, კონფერენციის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ამგვარად, „დილამ” ევროსარბიელზე საქართველოს წარმოდგენის საშუალება 4-წლიანი პაუზის შემდეგ მიიღო.