გიორგი ნემსაძე - საჩემპიონო ბრძოლისთვის „დილას“ მაღალი კლასის რამდენიმე ფეხბურთელი სჭირდება
გიორგი ნემსაძე - საჩემპიონო ბრძოლისთვის „დილას“ მაღალი კლასის რამდენიმე ფეხბურთელი სჭირდება

გორის „დილამ“ ათი კაცით გავსლაზესაბურთალოსთან“ შეხვედრა ფრედ (1:1) დაასრულა და რვა ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ საქართველოს პირველ არხთან მატჩი შეაფასა და გუნდის საჩემპიონო ამბიციებზეც ილაპარაკა.

კაცნაკლულ გუნდს უფრო მეტი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ მიხარია, დღეს ფრედ რომ ვითამაშეთ. ზედიზედ სამ ისეთ გუნდს შევხვდით, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჩამოუვარდებიან. ამ თამაშებში ჩვენი ხასიათი გამოჩნდა – ორ შეხვედრაში კაცი გაგვიგდეს და მაინც ოთხი ქულა ავიღეთ. კაცნაკლულები უკან არ ვიხევთ, მოედნის ცენტრს ვამყარებთ. ორ თავდამსხმელს მაინც ვტოვებ და რომელთაც მესამეს, შემტევ ნახევარმცველს ვამატებ“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, საჩემპიონო ბრძოლის გასაგრძელებლად გუნდს მეტი ფეხბურთელი სჭრდება: „პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ რეალობას არ უნდა გავცდეთ – გუნდის თამაში დისციპლინაზეა დამყარებული და მინდა, რომ უფრო მეტი ბრძოლისუნარიანობა გვქონდეს, მაგრამ მაღალი ადგილებისთვის საბრძოლველად და პოზიციის შესანარჩუნებლად გუნდს რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება სჭირდება”.

ნემსაძემ ტრავმირებულ მოთამაშეებზეც ილაპარაკა და პრობლემებიც ახსენა: „ტრავმირებულებიდან ჩიტეიშვილი ერთ თვეში დაგვიბრუნდება, ხოლო გაგნიძე და ბიძინაშვილი, სავარაუდოდ, თამაშს ერთ კვირაში შეძლებენ. ახლა გუნდის პრობლემა მწირი სათადარიგოთა სკამია. დღეს გუნდს დაღლილობა დაეტყო, რადგან სულ სამი სათადარიგო ფეხბურთელი გვყავდა და სამივე გამოვიყენეთ. მეტი მოთამაშე კი მეტ ცვლილებას, მეტ კონკურენციას ნიშნავს, რაც გუნდს სჭირდება. 13-14 ფეხბურთელი რომ გყავს, ფაქტობრივად, მოთამაშეთა უმრავლესობას გარანტირებულად თამაში უწევს, რაც გუნდისთვის ძალიან ცუდია“.