გიორგი ნემსაძე - ლიგაში დასარჩენად კიდევ ერთი მოგება გვჭირდება
გიორგი ნემსაძე - ლიგაში დასარჩენად კიდევ ერთი მოგება გვჭირდება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორის „დილამ“ დაძაბულ ბრძოლაში ერთ-ერთი ლიდერი, „საბურთალო“ დაამარცხა და აუტსაიდერთა ზონის გუნდებს სამი ქულით გადაასწრო.
 
გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის თქმით, ეს ლიგაში დასარჩენად ჯერ საკმარისი არა არის.
„უპირველესად, მინდა ჩემს ფეხბურთელებს ეს გამარჯვება მივულოცო. თამაშის წინ მოთამაშეებს ვუთხარი – თუ თითოეულ ორთაბრძოლას მოიგებდნენ, სამ ქულასაც მოიპოვებდნენ. „საბურთალო“ ძლიერი გუნდი რომ არის, ამის გამო სიფრთხილე გვჭირდებოდა. მით უფრო, რომ წაგებით ურთულეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდით. თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ და საბედნიეროდ, ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს და ურთულესი შეხვედრა მოვიგეთ. მაგრამ ლიგაში დასარჩენად კიდევ ერთი მოგება გვჭირდება. „საბურთალოს“ კი წარმატებებს ვუსურვებ, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“ – ამბობს გიორგი ნემსაძე.