გიორგი ნემსაძე - ერთა ლიგის ფორმატით, ნაკრებს შანსი კიდევ ექნება
გიორგი ნემსაძე - ერთა ლიგის ფორმატით, ნაკრებს შანსი კიდევ ექნება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, გიორგი ნემსაძემ საქართველოს ნაკრებზე და მის პერსპექტივებზე ილაპარაკა.

თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გუნდმა შემდეგი ერთა ლიგის გათამაშებისთვის უნდა გამოიყენოს.

„ისეთი თამაში, როგორიც 12 ნოემბერს გვქონდა, ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა და ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები აღმოვჩნდით – გუნდი აშკარად გადამწვარი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთა ლიგა ისეთი ფორმატით ტარდება, რომ ასეთი შანსი კიდევ ბევრჯერ გვექნება და ნახევარფინალსა და ფინალს უფრო მომზადებული შევხდებით.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა და იმის მტკიცება, ამ ჯგუფიდან გავალთ, ქარაფშუტული ნათქვამი იქნება. მაგრამ ამ ჯგუფშიც რაღაც დადებითი უნდა ვაჩვენოთ. გუნდმა ეს ციკლი დასაკომპლექტებლად, გამოცდილების მისაღებად, შესათამაშებლად და დასახვეწად უნდა გამოიყენოს. რაც მთავარია, უნდა იყოს გეგმა, რომ მიზნისკენ წავიდეთ და ახალგაზრდები დავაწინაუროთ, გამოცდილება რომ მიიღონ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნემსაძემ.