გიორგი ნემსაძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია
გიორგი ნემსაძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია

ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ნემსაძეა – გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ნემსაძე შარშან თბილისის „შევარდენი 1906-ს“ ავარჯშებდა და ლიგის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაშობდა თბილისის „დინამოში“; ლანჩხუთის „გურიაში“; თბილისის „შევარდენში“; გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“; შვეიცარიის „გრასჰოპერში“. საქართველოს ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.

2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. იყო საქართველოს 17-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი. გორის „დილას” 2019 წლიდან ავარჯიშებს.

მისი მისვლის დროს, გორის „დილა” ეროვნული ლიგის აუტსაიდერი იყო. ნემსაძემ მოახერხა და ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. წელს კი მისი ხელმძღვანელობით გუნდი ათამაშდა და მე-8 ტურამდე გათამაშებას ლიდერობდა, საბოლოოდ კი წრე მესამე ადგილზე დაასრულა.