გიორგი მოისწრაფიშვილმა ფოთის „კოლხეთი“ დატოვა და სლოვაკურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი მოისწრაფიშვილმა ფოთის „კოლხეთი“ დატოვა და სლოვაკურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი“ ნახევარმცველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა დატოვა და კარიერას სლოვაკეთში გააგრძეელებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

23 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. ფოთის „კოლხეთში“ კი 2025 წლის დასაწყისში გადავიდა და 17 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მოისწრაფიშვილი სლოვაკეთის მთავარი ლიგაში, ტრნავის „სპარტაკში“ ითამაშებს.

მოისწრაფიშვილი გარდა, „კოლხეთი“ კიდევ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან საბა ფირანაშვილი, ერეკლე ჯიჯავაძე, ბექა ხარშილაძე, დავით ზურაბიანი, კირილ კლიმოვი და ცოტნე ჩიქოვანი წავიდნენ.

ფოთელები ეროვნულ ლიგაში სეზონს მე-19 ტურის მატჩით 2 აგვისტოს განაახლებენ და წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდებიან.