გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „სტიაუას“ შეხვდება #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „სტიაუას“ შეხვდება #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში ევროპა ლიგის 2024/25 წლის სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მეტოქე გახდა ცნობილი.

მერვედფინალში ფრანგული გუნდი რუმინულ „სტიაუას“ შეხვდება. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი 6 მარტს ბუქარესტში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – ლიონში 13 მარტს.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე „ლიონი“ მეექვსე ადგილზე გავიდა.