გიორგი მიქაუტაძეს, შესაძლოა, მწვრთნელი შეუცვალონ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს, შესაძლოა, მწვრთნელი შეუცვალონ #1TVSPORT

ევროპის ლიგაზე „ფენერბაჰჩესთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ „ლიონის“ მწვრთნელმა პიერ საჟმა კომენტარი გააკეთა მის მომავალზე და გავრცელებულ ხმებზე, რომლის მიხედვითაც მას მალე გუნდიდან გაუშვებენ.

„პიერ საჟს საფრთხე ემუქრება. ჯონ ტექსტორი („ლიონის“ მეპატრონე) პაულო ფონსეკას დაუკავშირდა, რომლის კანდიდატურაც საჟის პოზიციაზე განიხილება. მაგრამ ეს არ მოხდება მინიმუმ მომდევნო მატჩამდე, როდესაც „ლიონი“ „ნანტს“ ესტუმრება“, – ეს ინფორმაცია გამოცემა L’Equipe-მა გაავრცელა, რამაც „ლიონის“ მწვრთნელი გააღიზიანა.

თავად პიერ საჟმა კი აღიარა, რომ მსგავსი საუბარი არასასიამოვნოა, მასაც ძაბავს და გუნდზეც ცუდ გავლენას ახდენს.

„ეს ზეწოლაა. პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეეძლო ნეგატიური გავლენა მოეხდინა ჩემზე და მოთამაშეებზე. ამიტომ, მოგიწოდებთ, თამაშამდე მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას მოერიდოთ.

ჩემი ფეხბურთელებისადმი პატივისცემა უნდა გამოვხატო. მიუხედავად ყველაფრისა, „ფენერბახჩესთან“ ჩვენი თამაშით შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან ფრანგული ფეხბურთი და „ლიონი“ ღირსეულად წარმოვადგინეთ. ჩვენს მიმართ პატივისცემა ჟოზე მოურინიომაც გამოხატა“, – ამბობს პიერ საჟი.