გიორგი მიქაუტაძემ ტოპ ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი გაიმეორა​ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ტოპ ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი გაიმეორა​ #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „რენს“ გაუტანა და მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ლიგის ზედიზედ მეორე სეზონში მოახერხა 10 გოლის გატანა.

ქართველმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში, „მეცში“, 22 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ხოლო „ლიონში“ გადასულმა 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2025 წელს მიქაუტაძემ კლუბსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც შესანიშნავი შედეგიანობა აჩვენა – 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედება შეხვედრაში).

ლიგა 1-ის ინგლისურენოვანი ვებგვერდის ინფორმაციით, მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელი რაიან ჩერკი, თებერვლიდან მოყოლებული, გოლი+პასი სისტემით შედგენილ რეიტინგში ევროპის საუკეთესო ათეულში არიან.

პირველი ქართველი, ვინც ტოპ 5 ლიგაში ზედიზედ ორჯერ გაიტანა 10 და მეტი გოლი, ხვიჩა კვარაცხელიაა – მან 2022-23 წლებში „ნაპოლიში“ 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მომდევნო სეზონში – 11 გოლი და  6 საგოლე გადაცემა.