გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა - „მეცი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში „მეცმა“ „ლავალს“ უმასპინძლა და გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი გოლით 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრის გმირი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მიქაუტაძემ თავისი მორიგი გოლი გაიტანა – 49-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა მეტიუ უდოლმა აუტიდან მოაწოდა ბურთი, 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კი უძლიერესი დარტყმით შესანიშნავი, როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

28 ტურის შემდეგ „მეცი“ 51 ქულით მე-2 ადგილზე დაწინაურდა (მისი უახლოესი მდევარი „ბორდო“ ტურის შეხვედრას 3 აპრილს ჩაატარებს).

მიქაუტაძემ 15 გოლითა და 7 საგოლე პასით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში „სენტ-ეტიენის“ ფორვარდს, ჯან-ფილიპ კრასოს (14) ისევ გადაასწრო.