გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა – ლიგა 2-ის მე-3 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „მეცმა“ „ვალანსიენს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

გიორგი მიქაუტაძეს „მეცის“ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლინი ენდობა, ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89 წუთი ათამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კი იმედები გაუმართლა და გუნდს გოლით დაეხმარა.

„სტად სენ-სიმფორენზე“ გამართულ შეხვედრაში „მეცი“ პირველივე ტაიმში დაწინაურდა. სტუმართა კარი მე-15 წუთზე აბლი იალოუმ აიღო. საბოლოო ანგარიოში კი 86-ე წუთზე მიქაუტაძემ ლამაზი გოლით დააფიქსირა – ორი მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და მეკარე ბურთს კი შეწვდა, მაგრამ გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.

3 ტურის შემდეგ „მეცმა“ 6 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ კი 3 ტურში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დააგროვა და კიდევ 5 მოთამაშესთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.