გიორგი მიქაუტაძემ „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა - „ლიონი“ ფრანგული ფეხბურთის გრანდთან დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა - „ლიონი“ ფრანგული ფეხბურთის გრანდთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი გოლი გაიტანა, თანაც ფრანგული ფეხბურთის გრანდის, „პარი სენ-ჟერმენის“ კარში, მაგრამ „ლიონი“ გასვლით შეხვედრაში მარცხისგან ვერ იხსნა – 1:3.

პარიზელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და დემბელეს გოლებით დაწინაურდნენ. შემდეგ „ლიონი“ გააქტიურდა და რამდენიმე მომენტი შექმნა.

მიქაუტაძე ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე რაიან ჩერქის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯანლუიჯი დონარუმას კარი აიღო. ამან „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელი მეკარე გააბრაზა და მან ქართველ თავდამსხმელს ხელი ჰკრა.

ამ ეპიზოდზე არბიტრმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ყვითელი ბარათი არა მარტო პარიზელების მეკარეს, არამედ მიქაუტაძესაც უჩვენა. თუმცა, კონფლიქტი შესვენების გამოცხადებისთანავე გიორგიმ მოაგვარა – დონარუმასთან მივიდა და ინციდენტი ხელის ჩამორთმევით ამოიწურა.

ინციდენტი მეორე ტაიმის დასაწყისშიც მოხდა. მატჩი „ლიონის“ მისამართით პარიზელი გულშემატკივრების შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო შეჩერდა. 66-ე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძე გუნდის კაპიტანმა, ალეკსანდრე ლაკაზეტმა შეცვალა. პარიზელებმა მესამე გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს, თავი რამოშმა გამოიჩინა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 15 ტურის შემდეგ „ლიონი“ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ კი მოეთხე გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა.