გიორგი მიქაუტაძე - „ყარაბაღთან“ მოგება გვსურდა და მიზანს მივაღწიეთ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - „ყარაბაღთან“ მოგება გვსურდა და მიზანს მივაღწიეთ #1TVSPORT

ფრანგული „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ბაქოში ევროპის ლიგის მთავარი ეტაპის მე-5 ტურის მატჩში აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ (4:1) დუბლი გაიფორმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენმა მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა, რამაც ნაყოფი გამოიღო. ამის წყალობით ჩვენ გოლების გატანა და მოგება შევძელით. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ მომენტებს ვქმნიდით და მათ გამოყენებას ვცდილობდით. საბოლოოდ, ეს მოვახერხეთ.

ელოდით, თუ არა რომ ამდენი გოლის გატანას შევძლებდით? არ მეგონა ამდენს გავიტანდით, მაგრამ ბაქოში გამარჯვებისთვის და სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით. გამარჯვება გვჭირდებოდა და მიხარია, რომ ბაქოში მოვიგეთ და ქულები დავაგროვეთ.

„ყარაბაღი“ კარგი გუნდია და მისი თამაში ძალიან მომეწონა. რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს. ჩვენდა საბედნიეროდ, აზერბაიჯანელებმა შანსების გამოყენება ვერ შეძლეს, ჩვენ კი ბევრის გატანა მოვახერხეთ.

როგორია ჩემი შთაბეჭდილებები მშობლიური საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანზე? ბაქო მოვინახულე და ძალიან მომეწონა. დიდი ალბათობით, როგორც კი დრო მექნება, აქ აუცილებლად დავბრუნდები“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.