გიორგი მიქაუტაძე WhoScored-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე WhoScored-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის მოთამაშედ დაასახელა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა.

„მეცისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ბრესტთან“ 2 გოლი გაიტანა. ცნობილმა გამოცემამ, lequipe-მა მისი თამაში 7 ქულით შეაფასა და რჩეულ თერთმეტეულში შეიყვანა.

მიქაუტაძე დააფასა WhoScored-მაც. ანალიტიკურმა პორტალმა ქართველ თავდამსხმელს 8.83 ქულა დაუწერა და ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გატანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.