გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. ფეხბურთელები ანალიტიკურმა ვებგვერდმა, whoscored-მა შეარჩია.

მიქაუტაძემ „ნანტთან“ გასვლით შეხვედრაში 58-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში მისი გადაცემით მარცხენა მცველმა, მეტიუ უდოლმა „მეცის“ უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს 8.0 ქულა დაუწერა და ტურის რჩეულებში „მეცის“ სამ მოთამაშესთან ერთად მოხვდა.

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა და ნახევარი სეზონი ნიდერლანდებში გაატარა, ამ მაჩვენებლით მაინც „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია.