გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელია – ასეთია CIES Football Observatory-ის შეფასება.

ეს არაა „ტრანსფერმარკტის“ ტრადიციული შეფასება – Football Observatory ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას საკუთარი სტატისტიკური მოდელის მიხედვით ადგენს.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტრადიციული კვლევის მიხედვით, საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძეს (34 თამაშში 22 გოლი, 7 საგოლე პასი) ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება აქვს. მისი რეალური ფასი 10 მილიონი ევროა და ბევრად უსწრებს ჯუნიორ მუანგას („ბორდო“, 5 მილიონი ევრო) და საიდუ სოუს („სენტ ეტიენი“, 4 მილიონი ევრო).

„კვლევის მიხედვით, ლიგა 2-ის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელი ლიგის ნამდვილი „ქილერია“ – გიორგის მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება, Football Observatory-ის მიხედვით, 10 მილიონი ევროა, რაც „მეცის“ მოთამაშეთა ჯამური ფასის 24%-ია“, – წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.