გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – რჩეული თერთმეტეული საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა შეადგინა.

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელმა ლიგა 1-ში მორიგი გოლი ფრანგული ფეხბურთის გრანდის, „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გაიტანა. მიუხედავად იმისა, მისი გუნდი გასვლით შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.

მიქაუტაძე ამჯერად „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს, რაიან ჩერქის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაიტანა.

მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯანლუიჯი დონარუმას ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო. გოლის შემდეგ ქართველი და იტალიელი შეკამათდნენ, თუმცა კონფლიქტი შესვენების დროს ამოიწურა, ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.