გიორგი მიქაუტაძე - მინდა, გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - მინდა, გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე გოლითა და საგოლე პასით „ლეუვენთან“ მატჩის საუკეთეო მოთამაშედ დაასახელეს.

მატჩებში, სადაც მისი გუნდისთვის ყველაფერი კარგად მთავრდება, გიორგი მიქაუტაძე ხშირად მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგივე მოხდა შაბათს ღამით ლეუვენში. ქართველი თავდამსხმელის გოლმა და საგოლე გადაცემამ „სერენი“ გამარჯვებამდე მიიყვანა. მიქაუტაძეს თითქოს შანსი არ ჰქონდა, მაგრამ გატანა მაინც მოახმარა.

„შეიძლება ითქვას, ვიცოდი, რომ მცველი აპირებდა ფეხის მარჯვნივ დადებას, რათა კუთხურიდან დარტყმა დაებლოკა. ამ დროს დავარტყი, რასაც მეკარე არ ელოდა“, – განმარტა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძეს ახლა ექვსი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ გუნდს კიდევ არაერთხელ დაეხმარება:

„როგორ ვაპირებ გაგრძელებას? იმ ტემპში, რომელიც ახლა ავკრიფე, მე ვარ თავდამსხმელი და იმიტომ ვთამაშობ, რომ მეტი გავიტანო. ამავე დროს, ვცდილობ, ყველა შეხვედრაში გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელი ვიყო“, – ამბობს „ლეუვენთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ქართველი თავდამსხმელი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ლიდერი არა მხოლოდ მოედანზეა, არამედ, გასახდელშიც – ამაზე ბელგიური კლუბის მიერ გავრცელებული ვიდეო მეტყველებს.