გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ აგვისტოს საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ აგვისტოს საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

აგვისტოში „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მიქაუტაძე აღიარეს – ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„მიქაუტაძე „მეცის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშეა. მის გარდა ვინ შეიძლება აერჩიათ? ოთხი გოლით და სამი საგოლე გადაცემით, გიორგი მიქაუტაძე, ინტერნეტ-მომხმარებლებმა ლოგიკურად აირჩიეს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

საინტერესოა, რომ დღეს „მეცი“ ლიგა 2-ის მე-8 ტურში საკუთარ არენაზე „გენგამს“ უმასპინძლებს, მაგრამ მიქაუტაძე შეხვედრას გამოტოვებს. მიზეზი წინა ტურებში მიღებული 3 ყვითელი ბარათია, რის გამოც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

„ქართველი ფეხბურთელი გამოიყენებს შესაძლებლობას და პრიზს მიიღებს. მეტიც, მატჩის წინ გიორგი მიქაუტაძეც ფან-ზონაში ავტოგრაფის სესიაზე ექნება! არ გამოტოვოთ შანსი, შეხვდეთ თქვენს საყვარელ ნომერ 9-ს!“ – იუწყება „მეცის“ ვებგვერდი.