გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი, – ინფორმაციას EA Sports-ი ავრცელებს.

ლიგის ოფიციალური პარტნიორის ცნობით, ჯილდოსთვის კიდევ ოთხი მოთამაშე იბრძვის: აბდესამად ეზალზული („ბეტისი“), ტომა ლემარი („ჟირონა“), ლუის მილია („ხეტაფე“) და ფედერიკო ვალვერდე („რეალი“).

თებერვალი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისთვის წარმატებული გამოდგა – „ვილიარეალის“ რიგებში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემააა, რაც კონკურენტებზე უკეთესი შედეგია.

გარდა ამისა, „ვილიარეალის“ ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე მხოლოდ 173 წუთი გაატარა, რაც დანარჩენ ოთხ ფეხბურთელზე გაცილებით მცირე დროა. მიქაუტაძისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.