გიორგი მიქაუტაძე - კარგი მატჩი ჩავატარეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - კარგი მატჩი ჩავატარეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთში 3:0 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა დუბლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ:

„კარგი თამაში ჩავატარეთ, 3:0 მოვიგეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით B ლიგაში დასარჩენად“.

მიქაუტაძეს 18 გოლი დაუგროვდა, გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიასა და თემურ ქეცბაიას. შეკითხვაზე, ამ თემაზე ხვიჩა კვარაცხელიასთან თუ ისაუბრა, გიორგის პასუხი ასეთი იყო:

„გასახდელში რომ შევალ, ვეტყვი და ვნახოთ, რას მიპასუხებს“.