გიორგი მიქაუტაძე - ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ვითამაშეთ, გადაწყვეტილი არაფერია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ვითამაშეთ, გადაწყვეტილი არაფერია [ვიდეო] #1TVSPORT

შაბათს, „სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფის პირველი ჩაატარა „მოლენბეკთან“ და გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი გოლით გასვლაზე 0:1 მოიგო.

განმეორებითი მატჩი 30 აპრილს ლიეჟში, „სერენის“ სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„პირველ შეხვედრაში მიზანს მივაღწიეთ, რადგან აქ ჩამოსვლისას მხოლოდ მოგება გვინდოდა. თუმცა ყველაფერი მხოლოდ პირველ მატჩი ჩავატარეთ და გადაწყვეტილი არაფერია. მომავალ კვირასაც იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მხოლოდ დაცვაზე არ ვიფიქროთ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

ის სტუმართა შორის ყველაზე აქტიური იყო და რამდენიმეჯერ შეეძლო გუნდის დაწინაურება, მაგრამ შანსით 45-ე წუთზე ისარგებლა და „მოლენბეკს“ ეფექტური დარტყმით გაუტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საკუთარ გოლზეც ისაუბრა:

„შორიდან ვცადე დარტყმა, რადგან ამ დროს მცველებმა ყურადღება მოადუნეს. საბედნიეროდ, ზუსტად დავარტყი და გატანა მოვახერხე. ეს კარგია ყველასთვის და ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. თუმცა არ გამიმართლა ორ ეპიზოდში, ჯერ ბურთი ძელს რომ მოხვდა, მეორედ კი მცველმა ბურთი ხაზიდან რომ გამოიტანა“.

მიქაუტაძემ კომენტარი განმეორებით მატჩზეც გააკეთა:

„მეორე შეხვედრა ისე უნდა ვითამაშებთ, თითქოს ანგარიში 0:0-ია. პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა უნდა უგულებელვყოთ, რადგან თუ ამ გოლს დავეყრდნობით, კარგი არ იქნება. თამაში დაძაბული იქნება და ჩვენ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მთავარია, რომ გამარჯვების მოლოდინი გვქონდა და ეს იმედი გამართლდა. ახლა შინ მეორედ მოგება დაგვჭირდება“.