გიორგი მიქაუტაძე ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს - „აიაქსმა“ „ზვოლესთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს - „აიაქსმა“ „ზვოლესთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსმა“ ერედივიზიონში „ზვოლეს“ უმასპინძლა და კომფორტული უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

ამსტერდამულმა გრანდმა ქართველი თავდამსხმელი ამჯერადაც არ ათამაშა. შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ბოლო ექვს მატჩში ქართველი მოედანზე მხოლოდ ერთხელ, ისიც 86-ე წუთზე შეუშვა.

„აიაქსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და ბრაიან ბრობის გოლით 37-ე წუთზე დაწინაურდა. 48-ე წუთზე კი ბრობიმ ამსტერდამელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ „აიაქსი“ მოეშვა და ამის გამო დაისაჯა.

„ზვოლეს“ გერმანელმა თავდამსხმელმა, ლენარტ თაიმ (მე-60 წუთი) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ვითარება დაიძაბა, 90-ე წუთზე კი ულამაზესი „მაკრატელა“ დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

„აიაქსმა“ 25 ქულა დააგროვა და ნიდერლანდების ჩემპიონატში გამართული 16 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.