გიორგი მიქაუტაძე ისევ „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ისევ „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაასახელეს. ეს საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი „კანს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

„ლიგა 2: ბუტობა და მიქაუტაძე განაგრძობენ“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ინტერნეტ-პორტალმა foot-national-მა წერილი, სადაც მე-2 ტური იყო შეჯამებული. ყოველი მატჩის შემდეგ, Foot-National, გამოკითხვას ატარებს მწვრთნელებში და თითოეული ირჩევს მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდიდან, რომელმაც საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა მის გუნდთან დაპირისპირების დროს. თითოეული ნომინირებული მოთამაშე აგროვებს 1 ქულას. ის, ვინც ჩემპიონატის ბოლოს ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, სახელდება ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ.

ამას გარდა, მიქაუტაძე საუკეთესოდ „მეცის“ ოფიციალურ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაშიც აღიარეს.

„გიორგი მიქაუტაძე „კანი“–„მეცის“ მატჩში ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. ის „მეცის“ შეტევების ავანგარდშია და გამოკითხვაში ხმების 70%მოაგროვა“, – წერია „მეცის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი საუკეთესოდ დაასახელეს სეზონის გახსნის მატჩში „ამიენთანაც“, რომელშიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო – 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კი სეზონი კარგად დაიწყო: პირველივე შეხვედრაში ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.