გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მერევედფინალის სიმბოლურ გუნდშია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე პორტალმა whoscored-მა ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შევედრების სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლიონისა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრის უდავო გმირი იყო – ფრანგებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს და ოთხივე გოლში მიქაუტაძე მონაწილეობდა. გიორგიმ რუმინელებს ორ გოლი გაუტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ანალიტიკურმა ვებპორტალმა Whoscored-მა ქართველი თავდამსხმელის თამაში ძალიან მაღალი ქულით (9,5) შეაფასა და 4-4-2 სათამაშო სქემით შედგენილ რჩეულ თერთმეტეულში შეიყვანა, სადაც „ლიონის“ კიდევ ორი მოთამაშეა – მცველი ენსლი მეიტლანდ-ნაილსი და ერნესტ ნუამა.
„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 გოლი გაიტანა. ამას გარდა, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა.