გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
სტატისტიკისა და ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელმა ბაქოში „ყარაბაღთან“ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე მეორე გოლი გაიტანა და ფრანგების გამარჯვებაში (4:1) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა ქართველ ფეხბურთელის თამაში 9,2 ქულით შეაფასა და ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, შემდეგ კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
რჩეულ თერთმეტეულში მიქაუტაძესთან ერთად უმაღლესი შეფასება (9.8) აღმოაჩნდა „რეინჯერსის“ თავდამსხმელს, ჰანზა იგამანეს, რომელმაც „ნიცასთან“ მოგებულ (4:1) მატჩში დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ sofascore-მაც დაასახელა.