გიორგი მიქაუტაძე - ძარცვისას არ დავშავებულვარ, მადლობა მხარდაჭერისთვის #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე, რომლის სახლიც შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს, ფიზიკურად არ დაშავებულა – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელმა ინსტაგრამის საკუთრ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვარ, გაძარცვისას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ვრჩები ჩემს მიზნებზე ორიენტირებული და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“, – დაწერა მიქაუტაძემ ინსტაგრამის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ კვირას, საფრანგეთის ლიგა 1-ში „ნიცასთან“ მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის სახლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა – მძარცველებმა დაახლოებით 250 000 ევროს ღირებულების ნივთები წაიღეს.