გიორგი მიქაუტაძე - დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-ში „მეცი“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-ში „მეცი“ ითამაშებს #1TVSPORT

ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა, გიორგი მიქაუტაძემ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „მეცის“ მთავარ ფრანგულ ლიგაში დაბრუნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

22 წლის ქართველმა ფორვარდმა „ბასტიასთან“ ბოლო ტურის მატჩის (3:2) შემდეგ განვლილი სეზონი შეაფასა. მართალია, მიქაუტაძემ ამ მატჩში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ გუნდისთვის შესანიშნავი საღამოს გამოვიდა: „დიახ, გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ გუნდში არიან სხვა მოთამაშეები, რომლებმაც ეს მოახერხეს. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და ამას მივაღწიეთ“.

გიორგიმ კონკურენტ „ბორდოს“ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც ჩაიშალა: „ჩვენ არ გვაინტერესებს, იქ რა მოხდა, მათ ზეიმი თავად ჩაშალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ლიგა 1-ში „მეცი“ ითამაშებს“.

მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც „ბასტიასთან“ შეხვედრას დაესწრნენ: „ფანები უამრავ ემოციას გვჩუქნიან და მადლობა ამისთვის. ამ წარმატებას მათ ვუძღვნით“.