გიორგი მიქაუტაძე დააფასეს - ქართველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურის მოთამაშედ აღიარეს და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი ტურის რჩეულებში Sofascore-მ დაასახელა.

საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა მიქაუტაძეს 10-ქულიანი სისტემით 9.5 დაუწერა, რაც, ფაქტობრივად, იდეალური შეფასებაა.

მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მე-15 ტურში, „პარიზთან“ გასვლით მატჩში, ჰეთ თრიკი შეასრულა და „მეცის“ გამარჯვებაში (4:1) მთავარი როლი ითამაშა – ქართველმა თავდამსხმელმა პირველი ორი გოლი პენალტით გაიტანა, მესამე კი კონტრშეტევაზე.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა.