გიორგი მიქაუტაძე - „ბევერენთან“ საპასუხო მატჩში ყველაფერი შესაძლებელია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - „ბევერენთან“ საპასუხო მატჩში ყველაფერი შესაძლებელია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა პლეი-ოფშისერანისა“ და „ვაასლანდ-ბევერენის“ დაპირისპირებაზე. პირველ მატჩს ქართველის გუნდმა უმასპინძლა და 1:1 დასრულდა. მასპინძლები საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გადაარჩინა, რომელმაც 90+3-ე წუთზე „ვაასლანდ-ბევერენის“ კარი პენალტით აიღო.

ყველაფერი 8 მაისს პლეი-ოფის განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომელსაც „ვაასლანდ-ბევერენი“ უმასპინძლებს. გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გასვლაზე თამაში სულაც არ ნიშნავს, რომ „სერენს“ მოგების შანსი არ აქვს.

„ბოლო წუთზე გატანილი გოლი ჩვენ თამაშიდან გამომდინარე დავიმსახურეთ. შეხვედრის 1:1 დასრულება 0:1 წაგებას ნამდვილად სჯობდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველ მატჩში ორივე გუნდს ძალიან მცირე რეალური საგოლე შესაძლებლობები გვქონდა“, – თქვა ბელგიის პირველი დივიზიონის (პროქსიმუსლიგა) საუკეთესო ბომბარდირმა.

მიქაუტაძის თქმით, მეტოქე ძლიერი გუნდი იყო.

„ეს გუნდი ჩვენზე მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ მათაც გოლი პენალტით გაიტანეს. საპასუხო მატჩში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ბევერენში წავალთ, რომ გავიტანოთ და გავიმარჯვოთ. იქ საომრად მივდივართ. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება ჩვენთვის, გულშემატკივრებისა და ქალაქ სერენისთვის”.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თქვა, რომ პენალტის დროს „ვაასლანდ-ბევერენის“ მეკარე მის დაბნევას შეეცადა.

ნორდინ ჯაკერსმა პენალტის დროს მკითხა, სად ვაპირებდი დარტყმას, მე არ ვუპასუხე, რადგან კონცენტრირებული ვიყავი. საპასუხო მატჩამდე ჩვენ დაძაბულები არ ვართ. მიმაჩნია, რომ ახლა ზეწოლას „ვაასლანდ-ბევერენის“ ფეხბურთელები უფრო განიცდიან. მინიმუმ ერთი გოლის გატანა დაგვჭირდება და შემდეგ ვნახით, რა მოხდება”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 19 გოლით პროქსიმუსლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბელგიის მთავარ ლიგაში გადასასვლელი საგზურის ბედი 8 მაისს გაირკვევა. პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში „სერენი“ „ვაასლანდ-ბევერენს“ ესტუმრება.

დატოვე კომენტარი