გიორგი მერებაშვილმა გადაწყვიტა - კიდევ ერთი სეზონი ვისლაში
გიორგი მერებაშვილმა გადაწყვიტა - კიდევ ერთი სეზონი ვისლაში

არც საუდის არაბეთი და არც ყაზახეთი, გიორგი მერებაშვილი კარიერას ისევ პოლონეთში გააგრძელებს – ინფორმაცია პლოცკის ვისლამ გაავრცელა.

საქართველოს ნაკრების 32 წლის შემტევ ნახევარმცველს პლოცკის ვისლასთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს უმთავრდებოდა. ამ პერიოდში მან არაერთი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, „დიდ ფულს“ მაინც საშუალო ევროპული დონის პოლონურ ლიგაში თამაში ამჯობინა.

„გიორგი მერებაშვილი ისევ ვისლაში ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა“, – წერს პლოცკის გუნდის ოფიციალური გვერდი.

მერებაშვილი ვისლაში 2016 წელს ჩაირიცხა და მისი ფორმით ჩატარებულ 78 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.