გიორგი მერებაშვილი ორ თვეში დაბრუნდება
გიორგი მერებაშვილი ორ თვეში დაბრუნდება

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მალე დავბრუნდები! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, – ეს პოსტი „ფეისბუქის“ გვერდზე გიორგი მერებაშვილმა გაავრცელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პლოცკის “ვისლას” ნახევარმცველმა ოპერაცია დღეს ფინეთის ქალაქ ტურკუში გაიკეთა. ოპერაციას ცნობილი პროფესორი საკარი ორავა ხელმძღვანელობდა.

მერებაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოსწინა ტურში კრაკოვის ”ვისლასთან” შეხვედრის დასაწყისშივე შეცვალეს და როგორც მერე გაირკვა, მიმზიდველი კუნთი დაიზიანა.

„კარგი ამბავი ფინეთიდან – გიორგი მერებაშვლი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ექიმის თქმით, ის მოედანს ორ თვეში დაუბრუნდება”, – წერს პლოცკისვისლას” ოფიციალური გვერდი.