გიორგი მერებაშვილი - გუნდმა კარგი პირობები შემომთავაზა და რაც მთავარია, დიდ სიყვარულს ვგრძნობ
გიორგი მერებაშვილი - გუნდმა კარგი პირობები შემომთავაზა და რაც მთავარია, დიდ სიყვარულს ვგრძნობ

ცნობილი გახდა, რომ გიორგი მერებაშვილი კარიერას ისევ პოლონეთში, პლოცკის „ვისლაში“ გააგრძელებს. პირველ არხთან მერებაშვილმა პოლონეთის ექტრაკლასას გუნდში დარჩენის მოტივებზე ილაპარაკა.

„დიახ, დავრჩი და პოლონეთში თამაში ვამჯობინე, რადგან ჩემი კარიერისთვის ასე მერჩივნა. პლოცკის გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც ყველაზე მთავარია, გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელობისგან დიდ სიყვარულსა და დაფასებას ვგრძნობ“, – ამბობს მერებაშვილი.

საქართველოს ნაკრების 32 წლის შემტევი ნახევარმცველს პლოცკისვისლასთან“ კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს უმთავრდებოდა. პლოცკის გუნდის ოფიციალური გვერდი წერდა, ქართველმა ნახევარმცველმა პლოცკის „ვისლასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. გიორგიმ ეს საკითხიც დააკონკრეტა –

„ოდნავ სხვაგვარი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულება 2,5 წელიწადზეა გათვლილი. ოღონდ ოფციონის წესით, 1,5+1 სისტემით შედგენილი ხელშეკრულებაა. ანუ წელიწადნახევრის შემდეგ ხელახლა უნდა დავილაპარაკოთ“.

ბოლო პერიოდში გიორგიმ არაერთი შემოთავაზება მიიღო. მაგრამ საბოლოოდ დიდ ფულს საშუალო ევროპული დონის პოლონურ ლიგაში თამაში ამჯობინა – „რამდენიმე გუნდი მიწვევდა – საუდის არაბეთში, ყაზახეთში, თურქეთში, თავად პოლონეთშიც. მაგრამ საბოლოოდ მაინც პოლონეთში დარჩენა ვამჯობინე. გუნდმა კარგი პირობები შემომთავაზა და რაც მთავარია, დიდი სიყვარულს ვგრძნობ. თანაც სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოთავაზებებთან შედარებით ფინანსებში ისე დიდი სხვაობაც არ იყო, კარიერა სხვაგან რომ გამეგრძელებინა“.