გიორგი მერებაშვილი - გოლით დაბრუნება სასიამოვნოა
გიორგი მერებაშვილი - გოლით დაბრუნება სასიამოვნოა

სამთვიანი პაუზის შემდეგ, გიორგი მერებაშვილი მოედანს დაუბრუნდა და ეს ამბავი პოლონეთის ჩემპიონატში გოლით გახსნა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი, პლოცკის „ვისლა“ ექსტრაკლასას პირველ ტურში სეზონის ბრინჯაოსმედალოსან პოზნანის „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი „ლეხის“ კარში 77-ე წუთზე მერებაშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პირველ არხთან მოედანზე დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს არ იყო ჩვენი დღე, არ გაგვიმართლა და წავაგეთ. თუმცა, იმედია, მომდევნო შეხვედრებს ბევრად წარმატებულად ჩავატარებთ. რაც შეეხება ჩემს გოლს – ოფიციალური თამაშები სამი თვე არ ჩამიტარებია და სასიხარულოა, გუნდის წაგების მიუხედავად, გოლით დაბრუნება რომ მოვახერხე. ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა“, – ამბობს მერებაშვილი.