გიორგი მერებაშვილი - ევროპის ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გაგვიჩნდა
გიორგი მერებაშვილი - ევროპის ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გაგვიჩნდა

გიორგი მერებაშვილის პლოცკისვისლა“ მიზანთან ახლოსაა – გუნდს პოლონეთის ექსტრაკლასას საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის და ევროპის ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გაუჩნდა.

ამაში ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი როლი ითამაშა. 27-ე ტურში, მერებაშვილის პლოცკისვისლამ” ნიკა კაჭარავას “კორონას” 2:0 მოუგო. მეტოქის კარი მეორედ საქართველოს ნაკრების შემტევმა 89-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

გიორგი მერებაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, რომ 3 ქულა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

„მიმდინარე სეზონში პოლონეთში ჩემპიონატი ახლებური ფორმატით ტარდება. შედეგების მიხედვით, ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი საჩემპიონო და აუტსაიდერთა 8-8 გუნდიან ჯგუფებად დაიყოფა. “ვისლა” მეექვსე ადგილზე იყო, “კორონა” – მეხუთეზე და შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გამარჯვებით, მიზანს მივაღწიეთ და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა გავინაღდეთ. ამავე დროს, “კორონას” ნაცვლად მე-5 ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროპის ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გაგვიჩნდა” – ამბობს მერებაშვილი.