გიორგი მელია მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფინალში იჭიდავებს
გიორგი მელია მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფინალში იჭიდავებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია (97 კგ.) ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

აივენგო რიკაძე (82 კგ) მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ხოლო რამაზ ზოიძე (72 კგ) კი რეპეჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი– ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) ფინალში ასპარეზობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედალი ვერ მოიპოვეს და სამივე მათგანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ 130კგ-ში მოჭიდავეთა ფინალში ზვიად პატარიძემ ტრამვის გამო ვერ იასპარეზა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყულაბაში ჯერჯერობით სამი ვერცხლის მედალია.