გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა (ფოტო)
გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.

ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოები 23 ოლიმპიურ ჩემპიონს, ოლიმპიურ კომიტეტში გადასცა:

ალექსანდრე ანპილოგოვს – ოლიმპიურ ჩემპიონს ხელბურთში, გიორგი ასანიძეს – ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვახტანგ ბლაგიძეს – ოლიმპიური ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დავით გობეჯიშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ გოგოლაძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს სპორტულ ტანვარჯიშში, ზურაბ ზვიადაურს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში, ლევან თედიაშვილს – ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, ვაჟა კაჭარავას -ოლიმპიურ ჩემპიონს ფრენბურთში, გელა კეტაშვილს – ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, კახი კახიაშვილს – სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში, მანუჩარ კვირკველიას – ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქეთევან ლოსაბერიძეს – ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში, რევაზ მინდორაშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, რომან რურუას – ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნინო სალუქვაძეს -ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიის სროლაში, ვიქტორ სანეევს – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, რობერტ შავლაყაძეს – ოლიმპიური ჩემპიონს მძლეოსნობაში, ლაშა შავდათუაშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში, რაფაელ ჩიმიშკიანს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში, ირაკლი ცირეკიძეს – ოლიმპიურ ჩემპიონ ძიუდოში, ლერი ხაბელოვს – ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ხაბარელს -ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში, დავით ხახალეიშვილს – ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში.