გიორგი მარგველაშვილი - მე და სააკაშვილმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში წამოვსულიყავით
გიორგი მარგველაშვილი - მე და სააკაშვილმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში წამოვსულიყავით

მე და სააკაშვილმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებათან ერთად უკრაინაში იმყოფება.

„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში; აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ; აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით; გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი“, – აცხადებს მარგველაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

დღეს გახდა ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.