გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუს ჟუნიორს ნაძლევი მოუგო - დავნაძლევდით, რომ პენალტს ვერ გამიტანდა #1TVSPORT
მარდიდში „რეალთან“ მოგებული მატჩისა (2:1) და მოგერიებული პენალტის შემდეგ „ვალენსიის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორს ნაძლევი მოუგო.
„რეალს“ მე-13 წუთზე დაწინაურება შეეძლო, მაგრამ „ვალენსიის“ კარში დანიშნული პენალტი ვინისიუს ჟუნიორმა ვერ გამოიყენა – ქართველმა მეკარემ ბურთი მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
„მე და ვინი დარტყმამდე დავნაძლევდით, რომ თუ პენალტს გამიტანდა, 50 ევრო უნდა მიმეცა, თუ მოვიგერიებდი, 50 ევრო მას უნდა გადაეხადა. ნაძლევი მოვუგე, მაგრამ თამაშის მერე აღარ შევხვედრივარ და პირობა ჯერ ეს შეუსრულებია“, – იხუმრა მატჩის შემდეგ ქართველმა მეკარემ.
მამარდაშვილმა ვალენსიელთა კარში დანიშნულ პენალტზეც გააკეთა კომენტარი: „რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, ვფიქრობ, მბაპეს წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და პენალტი ნამდვილად იყო“.