გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ბოლო შეხვედრაც დამაჯერებლად ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ბოლო შეხვედრაც დამაჯერებლად ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ლა ლიგის 38-ე ტურში „ბეტისს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

თამაშის „ბეტისმა“ უფრო კარგად დაიწყო და მე-40 წუთზე ანტონის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა. ვალენსიელთაგან წონასწორობა 75-ე წუთზე რაფა მირმა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგიმ ბოლო შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, 45-ე წუთზე ისკოს სახოფათო დარტყმას გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ბოლო წუთზე კი სედრიკ ბაკამბუს სახიფათო გადაცემა ჩაჭრა. ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Sofascore-მა საქართველოს ნაკრების მეკარეს 7.0 ქულა დაუწერა, Flashscore-მა – 6.9, ხოლო Whoscored-მა – 6.8.

„ვალენსიამ“ სეზონი 46 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.