გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა - „ვალენსიამ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა - „ვალენსიამ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა. 72-ე წუთზე „ბილბაოს“ შეტევა ალექს ბერენჟემ დააგვირგვინა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

83-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივი შეასრულა და მასპინძლები მეორე გოლს გადაარჩინა.

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ ქომაგებს დაემშვიდობა. „ღამურები“ ლა ლიგაში დასკვნითი ტურის შეხვედრას 25 მაისს სტუმრად „ბეტისთან“ გამართავენ.

ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

„ვალენსია“ 45 ქულით მე-12 ადგილზეა – „ღამურებმა“ ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.