გიორგი მამარდაშვილმა „კომოსთან“ ამხანაგურ მატჩში შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

18:49, 16.08.2026

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ მორიგი შეხვედრა იტალიური „კომოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და კარი მშრალდ შეინახა – 0:0.

გუნდები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდებოდა და, შესაბამისად, სრული სტატისტიკაც უცნობია.

ქართველი მეკარე ინგლისური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. დღესვე „ლივერპული“ და „კომო“ კიდევ ერთ თამაშს გამართავენ – ამჯერად ძირითადი შემადგენლობებით.

მსგავსი