გიორგი მამარდაშვილმა კარი „მშრალად“ შეინახა - „ვალენსიამ“ კაცნაკლული „კადისი“ დაამარცხა #1TSPORT
გიორგი მამარდაშვილმა კარი „მშრალად“ შეინახა - „ვალენსიამ“ კაცნაკლული „კადისი“ დაამარცხა #1TSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგაში „კადისს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში მეოთხედ გაიმარჯვა – 2:0.

ქართველი მეკარის გუნდმა საშინაო შეხვედრა კარგად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა: ანგარიში მე-4 წუთზე ხოსე გაიამ გახსნა. 22-ე წუთზე „კადისი“ კაცნაკლული დარჩა – რობერტო ნავარო უხეშობისთვის გააძევეს.

„ვალენსიამ“ რიცხვობრივი უპირატესობა ანგარიშში მალე გარდასახა. 25-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ტიერი კორეას დარტყმა მოიგერია, მაგრამ უგო დუროს „გასროლას“ ვეღარაფერი მოუხერხა.

მამარდაშვილი 34-ე წუთზე ფალის გადაცემას გადაეღობა, ხოლო 48-ე წუთზე კრის რამოსის შეტევა შეაჩერა. „კადისი“ შეხვედრის ბოლოს გააქტიურდა, მომენტების შექმნაც მოახერხა, მაგრამ გიორგიმ რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება და კარის „მშრალად“ შენახვა შეძლო. Sofascore-მა ქართველ მეკარეს 8.0 დაუწერა, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასებაა. საბოლოოდ, „ვალენსიამ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა – 2:0.

10 ტურის შემდეგ „ღამურებმა“ 14 ქულა დააგროვეს, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან და მესამეადგილოსან „ბარსელონას“ 10 ქულით ჩამორჩებიან.