გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, „ვალენსია“ ბილბაოში დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, „ვალენსია“ ბილბაოში დამარცხდა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბილბაოში „ატლეტიკთან“ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ძირითადში ითამაშა. ბასკებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს.

„სან მამესზე“ ბილბაოს გუნდს გამარჯვება ალექს ბერენგერის გოლმა მოუტანა. ბასკების თავდამსხმელი საჯარიმოში შევარდა და ქართველ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა – გიორგი ბურთს შეწვდა, მაგრამ მისი გაჩერება ვერ მოახერხა.

ატლეტიკმა“ შეტევაში აგრესიულად ითამაშა და „ვალენსიას“ კარის ასაღებად კიდევ რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. გოლები ნიკო და ინიაკი უილიამსებმაც გაიტანეს, თუმცა ორივე მათგანს თამაშგარე დაუფიქსირეს.

საგოლე მომენტები „ვალენსიამაც“ შექმნა. მატჩის დამატებულ ხუთ წუთში მარკოს ანდრეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.