გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა – „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ახალ სეზონში „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ინგლისის ლიგის თასზე მისი გუნდი „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ტურნირის 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში „ლივერპული“ მაკალისტერისა (21) და გაკპოს (54) გოლებით დაწინაურდა. ამის შემდეგ „ტოტენჰემმა“ შეუტია და გალაჰერის (69) ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ყველაზე მეტი საქმე მამარდაშვილს სწორედ ამის შემდეგ გამოუჩნდა, თუმცა საქართველოს ნაკრების პირველმა ნომერმა „ლივერპული“ გარდაუვალი გოლისგან ოთხჯერ იხსნა და სათადარიგოთა სკამზე მყოფი მთავარი კონკურენტის, ალისონ ბეკერის ტაშიც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლის ეპიზოდში მეტოქემ ქართველი მეკარე დაბლოკა, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და გოლი მაინც ჩათვალა.
„ლივერპულის“ უპირატესობა სობოსლაიმ (90+1) გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „ლივერპულის“ მეტოქე ტურნირის 1/8-ფინალში მოგვიანებით გახდება ცნობილი.