გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესს აუხსნა, რატომ არ გადავიდა ზაფხულში „ლივერპულში“ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესს აუხსნა, რატომ არ გადავიდა ზაფხულში „ლივერპულში“ [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონასთან“ დამარცხების (1:7) შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ფერან ტორესს გაესაუბრა, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ გადავიდა გიორგი „ლივერპულში“ ზაფხულში – ამის შესახებ გამოცემა worldsoccertalk-ი წერს.

„გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა. თუმცა, 24 წლის ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში იჯარით „მესტალიაზე“ დარჩა. ბევრს აინტერესებს, მაშინვე რატომ არ გადავიდა მამარდაშვილი ინგლისურ კლუბში.

ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ მარცხის (1:7) შემდეგ მას „ვალენსიის“ ყოფილი ფორვარდი, ფერან ტორესი გაესაუბრა და ცნობისმოყვარეობის გამო ჰკითხა – წელსვე რატომ არ გადავიდა მერსისაიდულ კლუბში, რაზეც მამარდაშვილმა მოკლედ უპასუხა – ალისონის გამო.

მამარდაშვილის პასუხი ლოგიკურია, რადგან „ლივერპულის“ ამჟამინდელ მეკარე, 32 წლის ალისონ ბეკერი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა, მაღალი კლასის მიუხედავად, მისთვის კონკურენციის გაწევა ლივერპულელთა მეორე მეკარეს, კაოიმინ კელეჰერსაც უჭირს.

მამარდაშვილი „ლივერპულმა“ გასულ ზაფხულს 30 მილიონ ევროდ შეიძინა და „ვალენსიაში“ იჯარით გაუშვა. კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მამარდაშვილს ალისონის შეცვლა გაუჭირდება, „ვალენსიაში“ კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, გამოცდილებას დააგროვებს და ინგლისში უფრო მომზადებული ჩავა.

ეს გადაწყვეტილება კლუბისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. კელეჰერი მომავალ ზაფხულს, სავარაუდოდ, „ენფილდს“ დატოვებს, მამარდაშვილი კი „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს“, – წერს გამოცემა.