გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც „ლივერპული“ „გალათასარაის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისური კლუბის სათადარიგოებში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა – მამარდაშვილი 31-ე ქართველია, რომელმაც ევროპული ფეხბურთის მთავარ საკლუბო ტურნირზე ითამაშა.

ქართველმა მეკარემ ალისონ ბეკერი შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ამ დროისთვის „გალათასარაი“ უკვე დაწინაურებული იყო – ანგარიში მე-16 წუთზე პენალტით ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა გახსნა.

ალისონის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი შანსია, რომ მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ინგლისის პრემიერლიგაშიც ჩაატაროს – „ლივერპული“ 4 ოქტომბერს ლონდონში „ჩელსის“ ესტუმრება.